შრომითი სამართალი
შრომის სამართალი არეგულირებს დამსაქმებლისა და დასაქმებულს შორის არსებულ საქმიან ურთიერთობებს. შრომითი სამართალი ერთ-ერთი ყველაზე რეგულირებადი და აქტუალური სფეროა ბიზნესში, რაც მოითხოვს სიზუსტეს და ცოდნას.

ჩვენი გუნდი გთავაზობთ კომპლექსურ სამართლებრივ მომსახურებას შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებით, როგორც დამსაქმებლებისთვის, ასევე დასაქმებულებისთვის. 

სერვისები დამსაქმებლებისთვის:
  • შრომითი ხელშეკრულებების შედგენა (ბენეფიტების, სამუშაო საათების, პასუხისმგებლობების დეტალურად გაწერით)
  • შიდა რეგულაციების და წესდებების მომზადება
  • შრომის ინსპექციასთან ურთიერთობა და აუდიტისთვის მზადება
  • არასწორი გათავისუფლების სამართლებრივი შედეგების პრევენცია
  • შრომითი დავების სამართლებრივი მხარდაჭერა

რა მოგიტანთ ჩვენი მომსახურება?
  • სამართლებრივი სიცხადე და წინასწარი დაცვა
  • კომპანიის ინტერესების მაქსიმალური დაცვა
  • სახელმწიფო სანქციებისა და დავების პრევენცია

დაგვიკავშირდით დღესვე, თუ გსურთ შრომითი ურთიერთობების სწორი მართვა და სამართლებრივი დაცვა.