სამართლებრივი აუდიტი
სამართლებრივი აუდიტი წარმოადგენს კომპანიის სამართლებრივი დოკუმენტაციისა და საქმიანობის სრულ ანალიზს, რომლის მიზანია სამართლებრივი რისკების გამოვლენა, დარღვევების პრევენცია და სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

მოახდინეთ თქვენი ბიზნესის სამართლებრივი მდგომარეობის სიღრმისეული შეფასება – დროულად აღმოაჩინეთ რისკები და მიიღეთ დაცვის სტრატეგია.

რას მოიცავს ჩვენი აუდიტი:
  • კომპანიის რეგისტრაციისა და დაფუძნების დოკუმენტაციის შემოწმება
  • შრომითი ურთიერთობების ანალიზი და შიდა დოკუმენტაციის შესაბამისობა კანონმდებლობასთან
  • მოქმედი ხელშეკრულებებისა და გარიგებების შეფასება
  • ლიცენზიებისა და ნებართვების სისწორის გადამოწმება
  • საგადასახადო და საბაჟო ურთიერთობებთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების გადახედვა
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან შესაბამისობის დარეგვა და შეფასება
  • სამართლებრივი რისკების შესახებ დასკვნის და რეკომენდაციების მომზადება.

ვისთვისაა აუცილებელი სამართლებრივი აუდიტი?:
  • მოქმედი ბიზნესები, რომლებიც ზრუნავენ სამართლებრივ გამართულობაზე
  • კომპანიები, რომლებიც გეგმავენ ინვესტიციების მოზიდვას ან პარტნიორობას
  • ორგანიზაციები, რომლებიც ემზადებიან გაყიდვის ან შერწყმისთვის
  • დამწყებ მეწარმეები, რომელთაც სურთ თავიდან აიცილონ სამართლებრივი შეცდომები

დაგვიკავშირდით და თქვენ მიიღებთ დეტალურ ანგარიშს იდენტიფიცირებული სამართლებრივი რისკების, მათი შესაძლო შედეგებისა და გამოსავლის რეკომენდაციებით.