ყოველი წარმატებული ბიზნესი საჭიროებს სანდო საგადასახადო პარტნიორს. ჩვენ გთავაზობთ სერვისს, რომელიც მორგებულია სწორედ თქვენს საქმიანობაზე — მუდმივი, პროფესიონალური მხარდაჭერა პირადი საგადასახადო მრჩევლის სახით.
რა სარგებელს იღებთ?
მუდმივი საგადასახადო ზედამხედველობა - თქვენი მრჩეველი თვალს ადევნებს გადასახადების სტრატეგიას, დეკლარაციებსა და ანგარიშგებებს.
ოპტიმიზაცია და დაგეგმვა
გადასახადების სწორ რეჟიმში მუშაობა - მრჩეველი დაგეხმარებათ აირჩიოთ ბიზნესისთვის ყველაზე ხელსაყრელი საგადასახადო რეჟიმი
რეგულარული კონსულტაციები - გექნებათ პირდაპირი წვდომა კონსულტანტზე — ონლაინ, სატელეფონო ან პირადი ფორმით.
კომუნიკაცია შემოსავლების სამსახურთან - არ მოგიწევთ საგადასახადო უწყებებთან რთულ საკითხებზე თავისით ურთიერთობა — ეს თქვენს მრჩეველს დაევალება.
ვისთვისაა პირადი საგადასახადო მრჩეველი აუცილებელი?
მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელებზე
ინდ. მეწარმეებზე, რომელთაც არ ჰყავთ საკუთარი ბუღალტერი
ბუღალტრული აღრიცხვის მქონე ბიზნესებზე, რომლებსაც სჭირდებათ სტრატეგიული საგადასახადო მხარდაჭერა
სტარტაპებზე და ახლად დამწყებ ბიზნესებზე, რომელთაც სურთ თავიდან აირიდონ დაბრკოლებები და სწორად აწარმოონ ბიზნეს საქმიანობა.
რატომ გადასახადების ლაბორატორიის გუნდი?
ბიზნესზე მორგებული ანალიზი და სტრატეგიები
20+ წლიანი გამოცდილება ქართულ საგადასახადო პრაქტიკაში
გამჭვირვალე პირობები და პერსონალური მიდგომა
ერთნაირად ეფექტურები როგორც მცირე, ისე მზარდი კომპანიებისთვის
არ გადადო საგადასახადო საკითხებში კონსულტაცია. მიიღე შენი ბიზნესის პროფესიონალური მხარდაჭერა დღესვე.