მთავარი ბუღალტრის მომსახურება – თქვენი ფინანსების პროფესიული ზედამხედველობაა. დღეს უამრავი კომპანია უკვე აწარმოებს ბუღალტერიას შიდა თანამშრომლის ან აუთსორსინგის გზით, მაგრამ მუდმივად ეჭვობს: ყველაფერი წესრიგშია? ხომ არ არის შეცდომები დეკლარაციებში? ვიცავთ თუ არა კანონებს სწორად? ამ კითხვებზე პასუხს გაძლევთ მთავარი ბუღალტრის მომსახურება – როცა თქვენს ბუღალტერიას ზედამხედველობს გამოცდილი პროფესიონალი.
რას მოიცავს მთავარი ბუღალტრის მომსახურება?
უკვე არსებული ბუღალტერის საქმიანობის კონტროლი და კოორდინაცია
დეკლარაციების, ბალანსების და ანგარიშების დამტკიცება და გადასინჯვა
ფინანსური და საგადასახადო რისკების შეფასება და მართვა
შიდა ბუღალტრის კვალიფიკაციის ამაღლება
კომპანიის ხელმძღვანელობის კონსულტირება ფინანსურ საკითხებზე
საჭიროებისამებრ საგადასახადო შემოწმებების დროს წარმოდგენაც
ვისთვის არის ეს სერვისი?
კომპანიებისთვის, რომლებსაც ჰყავთ შიდა ბუღალტერი, მაგრამ სჭირდებათ ზედამხედველობა
ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ ტენდერებში ან იღებენ გრანტებს
ბიზნესებისთვის, რომლებსაც აქვთ კომპლექსური ოპერაციები
მეწარმეებისთვის, რომლებსაც სურთ სწორი ბუღალტრული აღრიცხვა და კონტროლი
რა უპირატესობები აქვს სერვისს?
თავიდან აიცილებთ ბუღალტრულ შეცდომებს და ჯარიმებს
მიიღებთ პროფესიულ მოსაზრებას და ალტერნატივებს
შეძლებთ შიდა ბუღალტრის განვითარებას ზედამხედველობით
დაარეგულირებთ გადაწყვეტილების მიღებას ფინანსურ საკითხებზე
შეგიძლიათ აირჩიოთ:
ყოველთვიური თანამშრომლობა - 499 ლარიდან
ერთი ან ორჯერადი ჩართვა კონკრეტულ თემებზე
შიდა ბუღალტრის გადამზადება და მენტორინგი
დაგვიკავშირდი და მიიღე მთავარი ბუღალტრის სერვისი დრესვე!