იურიდიული კონსალტინგი
იურიდიული კონსალტინგი გულისხმობს პროფესიულ სამართლებრივ დახმარებას, რომელსაც ფიზიკური ან იურიდიული პირები იღებენ სამართლებრივ საკითხებში.
ჩვენ გთავაზობთ პროფესიულ იურიდიულ კონსულტაციას ქართულ და საერთაშორისო სამართალში. ჩვენი გუნდი მზად არის დაგეხმაროთ როგორც ყოველდღიურ სამართლებრივ საკითხებში, ისე რთულ და სტრატეგიულ დავებში.

ჩვენ მომსახურებაში შედის:
  • კომპანიების რეგისტრაცია და სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება - ვუზრუნველყოფთ იურიდიულ მხარდაჭერას კომპანიის დაარსებისა და რეგისტრაციის პროცესში, ასევე რეორგანიზაციისას (შერწყმა, გაყოფა, გადაკეთება)
  • ხელშეკრულებების შედგენა და ანალიზი - გთავაზობთ ნებისმიერი ტიპის ხელშეკრულების შედგენასა და სამართლებრივ ანალიზს. ვამოწმებთ, იცავს თუ არა დოკუმენტი თქვენს ინტერესებს და უზრუნველვყოფთ, რომ მასში არ იყოს სამართლებრივი რისკები
  • წარმომადგენლობა სასამართლო და ადმინისტრაციულ დავებში - გთავაზობთ პროფესიულ წარმომადგენლობას ყველა ინსტანციის სასამართლოში. ვმუშაობთ როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებთან სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფისთვის.
  • შრომითი და საგადასახადო სამართლის კონსულტაცია - დააცავით თქვენი უფლებები სამუშაო ადგილზე. ჩვენ ვთავაზობთ კონსულტაციას და მომსახურებას როგორც დამსაქმებლებს, ასევე დასაქმებულებს.
  • უძრავი და მოძრავი ქონების სამართლებრივი რეგისტრაცია და ტრანზაქციები - ნებისმიერი სახის უძრავი ქონების გარიგებისას ვუზრუნველვყოფთ გარიგებების სრულ სამართლებრივ უსაფრთხოებას.
  • უცხოელი ინვესტორების სამართლებრივი მხარდაჭერა
  • ინტელექტუალური საკუთრების დაცვა

დაგვიკავშირდით უფასო კონსულტაციისთვის და ერთად გადავდგათ სწორი სამართლებრივი ნაბიჯები!