დასაქმებულების შერჩევა / რეკრუტინგი
შეარჩიე საუკეთესო კადრები, დაზოგე დრო და აირჩიე თანამშრომელი, რომელიც რეალურად მოუტანს შედეგს შენს ბიზნესს.

სწორი ადამიანების შერჩევა კომპანიის წარმატებისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სწორი პროდუქტი ან სერვისი. 

ჩვენ გთავაზობთ რეკრუტინგისა და შერჩევის სრულ პროცესს — დაწყებული მოთხოვნის ანალიზით, დამთავრებული კანდიდატის შენ კომპანიაში ინტეგრაციით.

რას გთავაზობთ?
საკადრო მოთხოვნის ანალიზი
  • ვაფასებთ პოზიციას, კომპანიის შიდა პოლიტიკას და საჭირო უნარებს
  • ვეხმარებით ვაკანსიის აღწერის სტრატეგიულ მომზადებაში

კანდიდატების მოძიება (Sourcing)
  • აქტიური და პასიური ძიება
  • ვაკანსიის განთავსება შესაბამის პლატფორმებზე
  • შიდა ბაზისა და კავშირების გამოყენება

სავარაუდო კანდიდატების პირველადი შერჩევა
  • რეზიუმეების გაფილტვრა
  • ტელეფონით/ონლაინ გასაუბრებები
  • მოტივაციისა და პროფესიული მახასიათებლების შეფასება

შერჩეული კანდიდატების პრეზენტაცია დამკვეთს
  • დეტალური პროფილები
  • რეკომენდაციები არჩევის გასაადვილებლად
  • საჭიროების შემთხვევაში – ტესტირება და შეფასება

დასაქმების შემდგომი მხარდაჭერა
  • თანამშრომლის ადაპტაციის მონიტორინგი
  • ცვლადი თანამშრომლის ჩანაცვლების გარანტია

ვიღებთ რეკრუტინგის პასუხისმგებლობას თქვენს ნაცვლად:
  • არ გეკარგებათ დროს CV-ებში ქექვაში
  • არ გჭირდებათ გასაუბრებების დაგეგმვა ყოველ საათში
  • არ გეყოლებათ „არასწორი“ კადრი არასწორ დროს

რატომ ჩვენ?
  • გვაქვს წვდომა პროფესიონალ კანდიდატთა ბაზებზე
  • ვიცით, როგორ ვიპოვოთ არა უბრალოდ “დასაქმებული”, არამედ “სწორი ადამიანი”
  • ვიღებთ შედეგზე პასუხისმგებლობას — ჩვენი მიზანია არა შევსებული ადგილი, არამედ შენთვის ეფექტური გუნდი

შეავსე გუნდი სტრატეგიულად და გონივრულად — ჩვენ დაგეხმარებით!