ბიზნესის დაწყებისას ენთუზიაზმი მაღალია, მაგრამ სწორედ მაშინ უშვებენ ყველაზე მეტ და ძვირადღირებულ შეცდომას.
თუ შენც ახლა იწყებ ან ფიქრობ დაწყებაზე — წაიკითხე ეს სტატია და თავიდან აიცილე ის, რაც ბევრმა სხვამ უკვე ვერ მოასწრო.
„ეს იდეა მე მომწონს, ხალხსაც მოეწონება“ — ყველაზე საშიში ლოგიკაა.
✅ მაგივრად იკითხე: ვის სჭირდება ეს? ვის რა პრობლემას ვუხსნი?
ბიზნესი ყოველთვის იწყება მომხმარებელზე ფოკუსით, არა ჩვენს პირად გემოზე.
მრავალმა ახალბედამ თქვა:
👉 „ჯერ პატარა ვარ, ხარჯში არ ჩავჯდე, მერე ვნახავ ბუღალტერს“ — და მიიღო ჯარიმა, დავალიანება ან გაუგებრობა საგადასახადოსთან.
✅ ბუღალტერი არ არის ხარჯი — ის არის დაზღვევა და კონტროლი.
ახალბედა მეწარმეებს ხშირად უნდათ მაქსიმალური აუდიტორია, მაგრამ სინამდვილეში ეს ნიშნავს — არავის კონკრეტულად.
✅ გაიკეთე ნიშა: უფრო მარტივია გაყიდო ერთ კონკრეტულ ჯგუფზე, კონკრეტული მესიჯით.
მრავალი ბიზნესი იწყებს დაბალი ფასებით — კონკურენციის შიშით ან თავის გამოჩენის სურვილით, მაგრამ შემდეგ ვეღარ იფარება ხარჯები.
✅ დაიწყე მარტივი ფინანსური გეგმით:
ისე იწყებენ ბიზნესს, რომ არც ი.მ.-ს და შპს-ს შორის არჩევანი იციან, არც გადასახადების ტიპები.
✅ ეს შენელებს ზრდას და ქმნის რისკებს.
ჯერ გაერკვიე ფორმებში — (ან მიმართე ბუღალტერს, შენ დროსაც დაზოგავ და ფულსაც)
შეცდომები სწავლებისთვის კარგია, მაგრამ როცა წინასწარ იცი რას უნდა მოერიდო — გაქვს შანსი დაიწყო მყარად, დაბალ რისკზე და ჭკვიანად.📍 თუ იწყებ ბიზნესს და გინდა პროფესიონალი პარტნიორი ბუღალტერი — გადასახადების ლაბორატორია შენთანაა!
📩 დაგვიკავშირდი დაგეხმარებით სწორი სტარტით :)